03:44 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-16 18:52:06, 368 ნახვა

რელიგიის საკითხთა სააგენტო სომხეთის მოთხოვნაზე: ჯერ თითოეული ძეგლის შესწავლა უნდა მოხდეს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში სომხური მხარის მიერ 450 ეკლესიის გადაცემის შესახებ წერილი ნახევარი თვეა შესულია.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სააგენტოში განუცხადეს.

თუმცა, როგორც სააგენტოში ამბობენ, გადაწყვეტილება თითოეული ძეგლის შესწავლის შემდეგ უნდა მიიღონ.მათივე თქმით, ამ ეტაპზე აღნიშნული საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით,  სომხეთის მხარე საქართველოსგან 450 ეკლესიის გადაცემას ითხოვს.

უცხოური მედიის ცნობით, სომხური მხარე გეგმავს,  ამ თემაზე იუნესკოს მიმართოს.

„სომხური ეკლესია აქამდე ქართულ მხარეს მხოლოდ ხუთ ეკლესიას ედავებოდა. ახლა კი, სია 450–მდე გაიზარდა“, – წერს აზერბაიჯანული გამოცემა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics