|
2015-01-15 15:38:23, 357 ნახვა
არასამთავრობოებმა პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით საკონსულტაციო ორგანოს შექმნა შესთავაზეს
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს კანდიდატთან დაკავშირებით, საკონსულტაციო ორგანოს, მრჩეველთა საბჭოს შექმნა შესთავაზეს. როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საკონსულტაციო ორგანო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების გასულ საქმიანობას შეისწავლის და მათ კრიტერიუმებთან შესაბამისობას შეაფასებს. მისივე განმარტებით, პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პოტენციურ კანდიდატებზე არ უსაუბრიათ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეზიდენტს საკუთარი ხედვა წარუდგინეს, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. „დღევანდელი შეხვედრა არ იყო კონკრეტულ სახელებთან და გვარებთან დაკავშირებული, არ გვისაუბრია პოტენციურ კანდიდატებზე. ჩვენი ხედვა წარვუდგინეთ პრეზიდენტს, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და რა პროცედურის მეშვეობით უნდა მოხდეს ამ კანდიდატის გამოვლენა და პარლამეტისთვის წარდგენა. ჩვენ პრეზიდენტს კონკრეტული მოდელი შევთავაზეთ. უნდა შეიქმნას საკონსულტაციო ორგანო, მრჩეველთა საბჭო, რომელიც კანდიდატების გასულ საქმიანობას შეისწავლის და ამ კანდიდატების კრიტერიუმებთან შესაბამისობას შეაფასებს. ასევე, პრეზიდენტს მიმართავს კონკრეტულ კანდიდატებზე, თავისი რეკომენდაციებით. თუ კი პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს ასეთი ორგანოს შექმნას, კონკრეტული კრიტერიუმების ჩამოყალიბებაა საჭირო, რადგან დღევანდელ კანონმდებლობაში ძალიან ცოტა კრიტერიუმია დადგენილი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ძალიან მაღალი პოზიციაა“,-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. ამასთან, „საერთაშორო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხდებით, ისინი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კონკრეტულ კანდიდატზე ჩამოყალიბებული არ არიან. გიგაურის განმარტებით, კანდიდატის წარდგენა კონსენსუსის შედეგად უნდა მოხდეს. შესაბამისად, გიგაურის განცხადებით,თუკი ისინი კანდიდატს წარადგენენ, მაშინ შეიძლება მიკერძოებულები იყვნენ იმ საკითხში, რასაც პროცესის მონიტორინგი ჰქვია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)