03:26 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-15 14:35:23, 303 ნახვა

საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ეწვევა

„შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში, საქართველოს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ ეწევა“,-ამის შესახებ ევროპულ და ევრატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„გუშინ გაიმართა ნატო-საქართველოს საბჭო, რომელზეც წლიური ეროვნული პროგრამა განიხილეს. ეს არის ერთ-ერთი იმ ინსტრუმენტთაგანი, რომელიც ალექსანდრ ვერშბოუმ ახსენა.
თავად ალექსანდრ ვერშბოუ  საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა, დაახლოებით 2-3 კვირაში და გაგრძელდება კონსულტაციები, ასევე,  არსებულ ღონისძიებათა პაკეტის შესრულების თვალსაზრისის მოხდება შეფასება,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუმ, „ტვიტერის“  საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ნატო სრულად უჭერს მხარს, საქართველოს მომავალ გაწერვრიანებას ნატოში.
„ნატო სრულად უჭერს მხარს, საქართველოს მომავალ გაწერვრიანებას ნატოში და ყველა  მექანიზმი უკვე  მზად არის იმისთვის, რომ  საქართველოს მისწრაფებას ჰქონდეს წინსვლა“, - წერს ვერშბოუ .





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქმრის მკვლელობაში ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს, მას 20 წელი მიესაჯა
შსს: აფგან სადიგოვი დაკავებულია სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტზე
მიქელაძე: აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი პოლიციამ დააკავა
ზელენსკის თქმით, ერდოღანთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალ ნაბიჯებზე შეთანხმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics