|
2017-06-21 11:11:02, 1796 ნახვა
საზოგადოება
მოზარდებმა ფინანსური ვალდებულებების შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „აღსრულების ეროვნულმა ბიურომ“ სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებს უმასპინძლა. მოზარდები აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობასა და სერვისებს გაეცნენ. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა ვიზიტის ფარგლებში მოისმინეს პრეზენტაცია - თუ რას ნიშნავს ვალი, ფინანსური ვალდებულებები და ადმინისტრაციული სახდელი; რისი უფლება აქვთ თავდებობის, იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოქალაქეებს; როგორ უნდა დავიცვათ თავი არასასურველი ვალისგან; რა ვადებში უნდა მოხდეს ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა და სხვა. პრეზენტაციის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა ახალგაზრდების კითხვებს უპასუხეს. ვიზიტის დასასრულს, მოსწავლეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. პრევენციული კომუნიკაციის პროექტის მიზანი დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების ინფორმირებაა, რათა ბავშვებმა დროულად გააცნობიერონ შესაძლო რისკები, ვიდრე ვალისა და ფინანსური ვალდებულებების აღებას გადაწყვეტენ. შეხვედრა აღმასრულებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა. კვირეულის ფარგლებში მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან იმართება. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების ერთ-ერთი მიზანი მოზარდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაა.
(NS)
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)