|
2026-11-27 11:32:44, 267 ნახვა
სამართალი
ანდრო ჭიჭინაძე 4 დეკემბერს გლდანის ციხეს დატოვებს — თორნიკე მიგიაშვილი
სინდისის პატიმარ ანდრო ჭიჭინაძის უფლებადამცველი თორნიკე მიგიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ: დღეს ციხეში ბოლოჯერ შევხვდი ანდრო ჭიჭინაძეს. ალბათ, განვლილ პერიოდზე საუბარს ვერასდროს ამოვწურავთ. ყოველი დღე ერთნაირად რთული და მნიშვნელოვანი იყო. ანდრო 4 დეკემბერს, დილის საათებში, დატოვებს გლდანის ციხეს. ამაყი, იმაზე ძლიერი და მტკიცე, ვიდრე 2024 წლის დეკემბერში იყო. ადამიანი, რომელიც როგორც ციხეში, ისე მის გარეთ, ყველას პატივისცემას იმსახურებს. ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა ეს. ბევრი გეგმა აქვს ციხიდან გამოსულზე. კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს და თავის ქვეყანას მსოფლიოს გააცნობს. აუცილებლად განახორციელებს თავის დიდ პროექტს („Seven Summits: A Journey of Transformation“), რომელზეც ციხეშიც არ შეუწყვეტია მუშაობა. მე კი კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - ვამაყობ, რომ ანდრო ჭიჭინაძის ინტერესებს ვიცავდი. მართალი და ღირსეული ადამიანის ინტერესებს. მის ინტერესებს ისე ვიცავდი, როგორც საკუთარს, და ყოველდღე ვფიქრობდი, რომ მის ადგილას შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი ჩვენგანი, მათ შორის მეც. მისი ინტერესების დაცვას გავაგრძელებ მანამ, ვიდრე ობიექტური და მიუკერძოებელი სასამართლო არ დაადგენს მის წინააღმდეგ წარმოებული საქმის აბსურდულობასა და ანდროს პატიმრობის უკანონობას. - წერს მიგიაშვილი.
ანდრო ჭიჭინაძე 4 დეკემბერს გლდანის ციხეს დატოვებს — თორნიკე მიგიაშვილი
ბათუმში არეულობისას სამი სამართალდამცველი დაშავდა, 16 თურქი გულშემატკივარი დააკავეს
თურქეთის შს მინისტრმა ქართველ კოლეგასთან „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო უკმაყოფილება გამოთქვა
ბათუმში ვითარება კვლავ დაძაბულია - მატჩი შეჩერებული - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



