2026-11-27 00:02:12, 262 ნახვა
პოლიტიკა
თურქეთის შს მინისტრმა ქართველ კოლეგასთან „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო უკმაყოფილება გამოთქვა
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მუსტაფა ჩიფჩი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა. - ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.
თურქმა მინისტრმა „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო უკმაყოფილება გამოთქვა. ჩიფჩიმ მოითხოვა, უზრუნველყოფილი იყოს გულშემატკივრების უსაფრთხო დაბრუნება თურქეთში.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სტადიონზე საკუთარი თანაშემწე გაგზავნა - წერს თურქული.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან