09:22 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-20 20:09:43, 1837 ნახვა

საზოგადოება
დეკანოზი ილია ჭიღლაძე: საცოდავი ჩვენი ხალხი, გაჭირვებული, უყველაფრო, უსამსახურო, რა დროს მეფობანაა?

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: საცოდავი ჩვენი ხალხი, გაჭირვებული, უყველაფრო, უსამსახურო, რა დროს მეფობანაა?

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მღვდელი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე მონარქიის შესახებ საკუთარ facebook-ზე განცხადებას ავრცელებს.

დეკანოზის თქმით, კონსტიტუციური მონარქია ქვეყნისთვის არაფრის მომცემია და აღნიშნული საკითხის განხილვა გაჭირვებულ მოსახლეობას ვერ დაეხმარება.

„კონსტიტუციური მონარქია გულისხმობს ფიქტიურ მეფეს, რომელიც არ მართავს ხელისუფლებას, მაშ რა საჭიროა ბუტაფორია?! აბსოლუტური მონარქია კი დიქტატურაა 21-ე საუკუნეში. მაშ, რა საჭიროა მეფობანას თამაში?! მე, გაერთიანებულ სამეფოში მყოფი ვწერ ამ სიტყვებს... 

დიახ, აქ არის პარლამენტური მონარქია, მაგრამ აქ ეს მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა და ხდება სახელმწიფოებივი ინსიტუტების უწყვეტი ჯაჭვის პატივისცემა. ჩვენ კი სწორედ ეს ვერ გამოვიმუშავეთ ქართველებმა და თავლებდათხრილივით მიმოვედებით ყველაფერს, კონსტიტუციას რამის ყოველ წელს ვცვლით: ხან საპრეზიდენტო ქვეყანა ვართ, ხან ნახევრად საპრეზიდენტო, ხან პარლამენტური, ხან მონარქისტობას ვთამაშობთ. 

გვეყო ამდენი თამაში... საცოდავი ჩვენი ხალხი, გაჭირვებული, უყველაფრო, უსამსახურო, რა დროს მეფობანაა??? კიდევ ერთი პომპეზური, ფუფუნების და ნეპოტიზმის ინსტიტუცია მოვიგონოთ რისთვის, ეს რას მისცემს ხალხს?! ეს უბრალო, გაჭირებულ გზადაბნეულ ხალხს რას უშველის? მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების დაბრკოლების ახალი მიზეზი, ქილიკის და დაცინვის ახალი მიზეზი, ამასობაში ქვეყნის დაცლა ქართველებისგან გრძელდება, რომელნიც სამშობლოში დღეს უცხოდ და დაუცველად გრძნობენ თავს...,“ - წერს მამა ილია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics