|
2015-03-11 19:39:16, 623 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ყველა გამგებელი, მერი, გუბერნატორი მოწადინებულია, ხარვეზები მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოიფხვრას
"ყველა გამგებელი, მერი, გუბერნატორი ძალიან მოწადინებულია, ხარვეზები მაქსიმალურად მოკლე პერიოდში იქნას აღმოფხვრილი",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორებთან, მერებთან და გამგებლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, შეხვედრის მონაწილეებისადმი მისი მთავარი გზავნილი იყო, რომ მაქსიმალურად ადამიანზე ორიენტირებულები იყვნენ, რათა მოსახლეობას პრობლემები შეუმსუბუქონ. "კარგი სამუშაო შეხვედრა იყო. მთლიანობაში ყველა გამგებელი, მერი, გუბერნატორი არის ძალიან მოწადინებული, რომ ყველა ის ხარვეზები თუ რაიმე დაფიქსირდა ამ პერიოდის განმავლობაში, მაქსიმალურად მოკლე პერიოდში იქნას აღმოფხვრილი, მოგვარებული. რაც მთავარია, ჩემი მთავარი მესიჯები რაც მათ გადავეცი, მე მათ ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ და უნდა ვიყოთ ადამიანზე, მოქალაქეზე ორიენტირებული, დავარქვათ ცენტრალურ დონეზე, ადგილობრივ დონეზე, და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს მოსახლეობას მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და მათი ყოფა შევამსუბუქოთ",-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. გარდა ამისა, პრემიერის გზავნილი იყო ის, რომ რეგიონებში, ქალაქებში და რაიონებში ადგილობრივი წარმოებისთვის ხელშეწყობა მოხდეს. ღარიბაშვილმა რეგიონების განვითარების ახალი პროგრამის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა, რომლის პრეზენტაციასაც მომდევნო კვირაში სამცხე-ჯავახეთში გამართავს. „მთავარი გზავნილი კიდევ ერთი იყო ის, რომ დღეს მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ რეგიონებში, ქალაქებში, რაიონებში ადგილობრივი წარმოების განვითარებას,მე მომავალ კვირაში ვიწყებ ახალი პროგრამის პრეზენტაციას, ეს არის რეგიონების განვითარების პროგრამა. ჩვენ თითოეული რეგიონი, ყველა რაიონი დავამუშავეთ, ქალაქი, შევისწავლეთ იქ არსებული რესურსი-პოტენციალი, სამცხე-ჯავახეთში მე მივდივარ მომდევნო კვირაში, სადაც მექნება პრეზენტაცია რეგიონების განვითარების პროგრამის. რაიმე განსაკუთრებული არაფერი დამიფიქსირებია.მოვუწოდე რომ კიდევ უფრო მეტად ეფექტიანები იყვნენ.მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ ხალხთან.რათა უკეთეად გავიგოთ ხალხის გასაჭირი",-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
კონგრესის მომხსენებლები: 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის განხილვა ღრმა შეშფოთებას იწვევს
ევროპარლამენტარები: პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება
ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე ვარ - დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)