|
2015-03-04 12:29:29, 696 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: არსებობს მტკიცებულებები, თუ როგორ იყენებდნენ დაკავებას პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის
„იარა არ მოშუშდება, სანამ პასუხი არ მოეკითხებათ მათ, ვინც დანაშაულში მონაწილეობას იღებდა“, –ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისი მერიოტში“ განაცხადა, სადაც „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის“ პრეზენტაცია მიმდინარეობს. მისივე შეფასებით, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის გარეშე ცივილიზებული, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება წარმოუდგენელია. „ორ წელზე მეტი დროა გასული მას შემდეგ, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა ჩვენმა ხალხმა. ბევრ ჩვენს მოქალაქეს უკვე აღუდგა დარღვეული უფლებები, მაგრამ ამის მიუხედავად, დარჩა იარები, რომლებსაც სჭირდება მოშუშება. იარა არ მოშუშდება, სანამ თავისი სახელი არ დაერქმევა ყველა დანაშაულს და პასუხი არ მოეკითხებათ მათ, ვინც ამ დანაშაულში იღებდა მონაწილეობას. განსაკუთრებით მათ, ვინც ეს დანაშაული დაგეგმა და შეუკვეთა. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს ხალხს. ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების ღირსების საქმე. ამის გარეშე, წარმოუდგენელია ცივილიზებული, თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება, სამართლებრივ და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყნის აშენება, რისი ამბიციაც ჩვენს ხელისუფლებას აქვს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, არსებობს მტკიცებულებები, თუ როგორ იყენებდა წინა ხელისუფლება ადამიანების დაკავებასა და წამებას პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის. „ ჩვენი ხალხი წლების განმავლობაში მოგეხსენებათ, რომ იყო დამცირებული, შეურაცხყოფილი, ბევრ მათგანს ჩამოართვეს ქონება და გააკოტრეს, ბევრი ციხეში მოხვდა უკანონოდ, უსასტიკეს, შეურაცხმყოფელ, არაადამიანურ პირობებში ამყოფეს, იძალადეს მათზე, ჯანმრთელობა შეურყიეს, ცხოვრება დაუნგრიეს და დღეს ეს ადამიანები, მოთმინებით ელიან პასუხს. გვაქვს უამრავი დოკუმენტი, არსებობს მტკიცებულებები, თუ როგორ იყენებდნენ დაკავებას და წამებას პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის, მათი ქონების კონფისკაციისთვის და მრავალი სხვა უკანონო მოქმედებებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
კონგრესის მომხსენებლები: 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის განხილვა ღრმა შეშფოთებას იწვევს
ევროპარლამენტარები: პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება
ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე ვარ - დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)