|
2016-06-29 03:37:36, 621 ნახვა
სტამბულის ტერაქტის შედეგად მხვერპლი იზრდება: 50 გარდაცვლილი და 147 დაჭრილი
სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი თავდასხმების შედეგად მსხვერპლი იზრდება, ბოლო მონაცემებით, 50 ადამიანი გარდაიცვალა. თურქული მედიის ცნობით, დაშავებულთა რაოდენობამ 147 მიაღწია. გარდაცვლილთა რიცხვის 50-მდე გაიზარდის შესახებ, ინფორმაცია Associated Press-მა თურქეთის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა. "იმედი მაქვს, სტამბოლის აეროპორტში მომხდარი თავდასხმა მსოფლიოსთვისა და პირველ რიგში, დასავლეთისათვის ტერორიზმთან ბრძოლაში გარდამტეხი იქნება. ტერორისტული ჯგუფებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სტამბოლი, ბერლინი, ანკარა თუ ჩიკაგო." - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ერდოღანმა. ტერაქტზე ამ დრომდე პასუხისმგებლობა არც-ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ამერიკულ მედიას უთხრა: არსებობს ალბათობა, რომ სტამბოლის აეროპორტში მომხდარი თავდასხმების უკან რამადანამდე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ თურქეთში გაგზავნილი 35 ტერორისტი იდგეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)