10:19 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 18:58:27, 642 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყება: უკრაინის გენპროკურორის განცხადებები ორი ქვეყნის ურთიერთობებს ჩრდილს აყენებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ და საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, გიორგი ნაზაროვმა შეხვედრა გამართეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები და მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ მიმდინარე წლის 14 ივნისს, ქართულ სატელევიზიო სივრცეში, ერთ-ერთ გადაცემაში უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს მიერ გაკეთებული ცალკეული განცხადებების გამო, რაც წარმოადგენს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას წუხილი გამოითქვა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ უკრაინის გენერალური პროკურორის შეფასებები ივანე მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე თავად ამ გადაწყვეტილების შინაარსს არ შეესაბამება. საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ეს შესაძლოა, გენერალური პროკურორის არაინფორმირებულობამ გამოიწვია, შედეგად კი, მის მიერ საქმის არასწორი შეფასება მოხდა, ეს კი ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს ჩრდილს აყენებს.  

ქართულმა მხარემ გამოთქვა მოლოდინი, რომ უკრაინული მხარე მოახდენს შესაბამის რეაგირებას ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით და მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება.

თავის მხრივ,  ნაზაროვმა განაცხადა, რომ შესაბამისი ინფორმაცია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკვე მიღებული აქვს და  საქართველოს პოზიციას კიევს დაუყოვნებლივ აცნობებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics