|
2016-06-15 09:19:47, 658 ნახვა
პოლიტიკა
ჟენევაში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე ქართული მხარე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს დააყენებს
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 36-ე რაუნდის ფარგლებში დღეს თანათავმჯდომარეებთან და აშშ-ს დელეგაციასთნ ორმხრივი შეხვედრები გაიმართა. შერიგებისა და სამოქალაქაო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი დისკუსიებზე ჰუმანუტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრას ხელმძღვანელობს. სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყველა ის საკითხი განიხილა, რომელსაც 15 ივნისის სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე დააყენებენ. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ჯგუფების შეხვედრების ცენტრალური საკითი იქნება 19 მაისს, ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობა, საოკუპაციო ძალის მიერ უკანონოდ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება და უკანონო დაკავებები. „ჯგუფის მუშაობის ცენტრალურ საკითხად კვლავ რჩება დევნილთა დაბრუნება. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, განსაკუთრებით კი გალის რაიონში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი პარტნიორტების მხარდაჭერის მობილიზებისთვის, რომ გალის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველ მოსწავლეებს ჰქონდეთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)