|
2016-06-11 13:41:14, 609 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სააპელაციო სასამართლოს მიერ ”რუსთავის 2”-ის საქმეზე გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მარკ ტონერის განცხადებით, „რუსთავი-2“ის საქმე სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოექცეს და სასამართლოს გზით გადაწყდეს. მისივე თქმით, მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა დემოკრატიის ფუნდამენტად ითვლება და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოსთვის წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ჟურნალისტის კითხვაზე, რა რეაქცია აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ტონერმა პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, თავშეკავებულობა ურჩია. „თქვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოზე საუბრობთ ?! იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც სასამართლომ ”რუსთავის 2”-ის მფლობელებთან დაკავშირებით მიიღო. როგორც მე მივხვდი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ქვედა ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა, რაც ფაქტობრივად, ”რუსთავი 2”-ის მოსარჩელე მხარისთვის გადაცემას გულისხმობს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ტელევიზიის მენეჯმენტი მუშაობას სააპელაციო პროცესის დასულებამდე განაგრძობს. „ჩვენ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ თავშეკავებულობა და საკითხის გადაწყვეტა სასამართლო გზით განაგრძონ, რათა საქართველოს დემოკრატიული განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენონ“, - განაცხადა მარკ ტონერმა. შეგახსენებთ, "რუსთავი 2"-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გაადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ტელეკომპანიის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის მიერ 2015 წლის 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნებას ითხოვდნენ. ურთმელიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის წილის 100% ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცა. კერძოდ, რუსთავი 2-ის წილის 60% უშუალოდ ქიბარ ხალვაშს, 40% კი, მის კუთვნილ კომპანია "პანორამას".
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)