|
2016-06-11 13:05:31, 595 ნახვა
პოლიტიკა
აფხაზეთის მთავრობაში, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ენის მდგომარეობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
აფხაზეთის მთავრობაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლებისა და მშობლიური ენის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებთან მიმართებაში, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მიღებული რეკომენდაციების შესრულების საკითხები განიხილეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განთლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების მიმართულებით რეკოპმენდაციების შესაბამისად უკვე განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. აღინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კოორდინაციითა და მჭიდრო თანამშრომლობით რამდენიმე არსებითი საკითხის დადებითად გადაწყვეტის ფაქტი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ხელისუფლების ყველა შტოს კოორდინირებულ მოქმედებასა და პოლიტიკური, სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურების მნიშვნელობას გალის რაიონის მკვიდრთა განათლების უფლების დასაცავად. რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, მოკლე ხანში განხორციელებულ ღონისძიებებს შეხვედრის მონაწილეთა მიერ პოზიტიური შეფასება მიეცა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მთავრობის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)