|
2016-06-11 12:58:10, 631 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: ჩვენი ჯარისკაცების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სამშვიდობო ოპერაციების მიმართულებით მომუშავე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) წარმომადგენლებს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ 29 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში ასახული სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდებები იყო, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიაში მონაწილე (EUFOR RCA) ქართველ სამხედროებს ეხებოდა. ამ დროისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალურ აფრიკაშია და საქმის შესწავლას ადგილზე აწარმოებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროსთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული საკითხია და უწყება საქართველოს შეიარაღებული ძალების ღირსების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს. "მეტად მნიშვნელოვანია, ამ ოფისში იცოდნენ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ აპირებს ჩვენი ჯარისკაცების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე თვალის დახუჭვას. არ გავჩერდებით, ვიდრე ბოლომდე არ გავარკვევთ სიმართლეს და სათანადოდ არ ვუპასუხებთ იმ ბრალდებებს, რომელიც ქართველი ჯარისკაცებისა და ზოგადად ქართული ჯარის მიმართ, ჩემი აზრით, სრულიად უმართებულოდ გამოითქვა", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. გაეროს შტაბ-ბინაში შეხვედრებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)