|
2016-06-10 13:38:37, 737 ნახვა
პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" ბოიკოტის გამო, პარლამენტში ე.წ. გერმანულ მოდელს დღეს აღარ განიხილავენ
საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით აღარ განიხილავენ. მიზეზი საკანონმდებლო ორგანოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების არ გამოცხადებაა. ისინი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი ფრაქციის "რესპუბლიკელების" წევრმა დავით ბერძენიშვილმა საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნის თაობაზე განაცხადა. მისი თქმით, სამწუხაროა, როცა " ნაციონალური მოძრაობა" სამართლიანი, დემოკრატიული საარჩევნო სისტემის მიღების შესაძლებლობაზე უარს აცხადებს. ბერძენიშვილის განმარტებით, ე.წ. გერმანული მოდელის საკითხი მომდევნო სხდომის დღის წესრიგში გადაინაცვლებს: "ველოდებოდით "ნაციონალურ მოძრაობას", არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რომ ან მოფრინავენ ქუთაისიკენ, ან მოჯირითობენ ფეხმარდი ცხენებით. მოკლედ, ისინი არ მოდიან. ძალიან სამწუხაროა და რეალურად, "ნაციონალური მოძრაობა" უარს ამბობს სამართლიანი, დემოკრატიული საარჩევნო სისტემის მიღების შესაძლებლობაზე. კარავშია კაცი ოდესაში, ეტყობა მისი მძევლები არიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, ძალიან სამწუხაროა. ამიტომ, დღევანდელი დღის წესრიგიდან ვხსნით ამ საკითხს და როგორც სხვა საკითხები, გადავა მომდევნო სხდომის დღის წესრიგში",-განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. ცვლილებები, საარჩევნო კოდექსში შედის. ე.წ. გერმანული მოდელი ერთპალატიან პარლამენტში მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების ერთობლიობას ითვალისწინებს. დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა გულისხმობს 50%-ის პროპორციულ სისტემით არჩევას და მეორე 50%-ს-მაჟორიტარულით. გამოდის, რომ გამარჯვებული პარტია დაახლოებით 25%-ით მეტ მანდატს იღებს, ვიდრე მან მიიღო ამომრჩევლის ნდობის თვალსაზრისით. არასაპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გერმანული მოდელი სწორედ ამ უთანაბრობას არეგულირებს. კერძოდ, გერმანული მოდელის შემთხვევაში ნარჩუნდება ერთმანდატიანი ოლქები და პროპორციული სისტემა იმავე ერთპალატიან პარლამენტში, მაგრამ მანდატები ნაწილდება პროპორციულში მიღებული ხმების შესაბამისად. მაგალითად, თუ 150 წევრიან პარლამენტში კონკრეტულმა პარტიამ მიიღო 40%, დაახლოებით 30 მანდატი და მოიგო მაჟორიტართა გარკვეული რაოდენობა, დავუშვათ 73 ოლქიდან მოიგო 40, ეს იმას ნიშნავს, რომ 40% დაახლოებით 30 მანდატს გულისხმობს, გერმანული მოდელის თანახმად, ამ მანდატებს პირველ რიგში ავსებენ გამარჯვებული მაჟორიტარები, ხოლო შემდგომ 60 მანდატამდე ივსება პროპორციული სიით, ანუ პროპორციულიდან გადმოდის არა 30 მანდატი როგორც ეს ხდება დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემით, არამედ მხოლოდ დამატებით 20 მანდატი. მთლიანობაში კი, 60 მანდატი იქნება უზრუნველყოფილი. საკანონმდებლო პაკეტი ინტერპარტიულმა ჯგუფმა მოამზადა, რომლის ინიცირებაც ფრაქცია ,,რესპუბლიკელების" მიერ მოხდა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)