|
2016-06-10 12:37:38, 556 ნახვა
პოლიტიკა
ფრანსუა ოლანდი პროფკავშირებს მიმართავს, ევრო-2016-ის ჩაშლისგან თავი შეიკავონ
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი პროფკავშირებს მოუწოდებს, გაფიცვებით ევრო 2016 ჩაშლის მცდელობისგან თავი შეიკავონ. ფრანსუა ოლანდი პროფკავშირებს აფრთხილებს, რომ ხელისუფლება ყველა საჭირო ზომას მიმართავს ჩემპიონატის ჩასატარებლად. ცნობისთვის, საფრანგეთში ევრო 2016 დღეს, 10 ივნისს იწყება და 10 ივლისამდე გაგრძელდება. "მე მივმართავ თითოეული თქვენგანის პასუხისმგებლობის გრძნობას, რადგან, თუ სახელმწიფო ვალდებულია შეასრულოს თავისი მოვალეობა და აკეთებს ამას, ის ყველა საჭირო ზომას მიმართავს. ყურადღებით დავაკვირდები მოვლენებს და, თუ საჭირო გახდება გადაწყვეტილებები, ისინი მივიღებთ", - განაცხადა ოლანდმა. შეგახსენებთ, საფრანგეთი მთავრობის მიერ ინიციირებული შრომითი რეფორმის გამო გაფიცვებმა მოიცვა. რკინიგზის თანამშრომლები აცხადებენ, რომ გაფიცვას "ევრო-2016"-ის დაწყების დღეს გამოაცხადებენ, რამაც შესაძლოა, საფრანგეთისა და რუმინეთის ნაკრებებს შორის პირველი მატჩი ჩაშალოს. მემანქანეები იმუქრებიან რომ მოედან "სტად დე ფრანსამდე" მიმავალ სარკინიგზო ხაზს დაბლოკავენ. საფრანგეთში მიმდინარე კვირას ჩასულ გულშემატკივრებს ქუჩებში დაგროვებული ნაგავი დახვდათ, რადგან პროფკავშირებმა ნაგვისგადამამუშავებელი ქარხნების მუშაობა შეაფერხეს. პროფკავშირების პროტესტთან ერთად საფრანგეთში "ევრო-2016"-ის მიმდინარეობისას ტერაქტების საფრთხე არსებობს.
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)