|
2016-06-09 17:44:37, 586 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწე: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს NATO-სკენ მისწრაფებას
ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ -ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ ელისა სლოტკინმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ -ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ აღნიშნა, რომ ამ წლების განმავლობაში საქართველო გახდა თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა. „ამერიკის შეერთებული შტატები ამაყია, რომ ეხმარებოდა საქართველოს ამ მიზნის მიღწევაში. ჩვენ ასევე ამაყი ვართ იმ მჭიდრო თანამშრომლობით, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს. ბოლო თოთხმეტი წლის განმავლობაში საქართველო იყო აშშ-ის მტკიცე პარტნიორი ერაყსა და ავღანეთში". ელისა სლოტკინმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ იგი პატივს მიაგებს ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას, რომლებმაც თავი გაწირეს მშვიდობის განმტკიცებისთვის ბრძოლის საქმეში. აშშ -ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს NATO-სკენ მისწრაფებას. „ჩვენ ვმუშაობთ ქართული არმიის გაძლიერებასა და საკვანძო რეფორმების გატარებაზე." ცნობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება ვაშინგტონში, აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა. მიღებას 900-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. საქართველოს მხრიდან ღონისძიებას მასპინძლობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე. აშშ-ს მხრიდან ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ტონი ბლინკენმა, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ -ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ ელისა სლოტკინმა და აშშ-ს განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გეილ სმითმა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)