|
2016-06-09 14:53:09, 568 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი ჰესზე: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, აგონიაში არიან
თუ ვინმე ჰესს აშენებს, საუბედუროდ მე არ ვმონაწილეობ ამ ჰესის მშენებლობაში, რომ ვმონაწილეობდე ვიამაყებდი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. ექს-პრემიერის განმარტებით, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობა არ მიმდინარეობს. „ძალიან ცუდ დღეში არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, აგონიაში არიან. საიდან მოიგონეს ჰესის ამბავი? მე იუმორით მომიყვნენ და მართალია? მართლა გამოაქვეყნეს? ჰესს ვაშენებ? თანაც ბოტანიკურ ბაღში? როგორ შეიძლება ბოტანიკურ ბაღში ჰესის აშენება, როგორც გავიგე ის ადგილი მოშორებით არის. თუ ვინმე ჰესს აშენებს, საუბედუროდ მე არ ვმონაწილეობ ამ ჰესის მშენებლობაში, რომ ვმონაწილეობდე ვიამაყებდი. არც კი ვიცოდი ამ ამბავის შესახებ. კარგია, თუ ვინმე ჰესს აშენებს, უნდა მივესალმო, მე არ მგონია ის ბოტანიკურ ბაღში შენდებოდეს და მისი ტერიტორიის განადგურების სანაცვლოდ კეთდებოდეს, ასეთ სისულელეს არც კახი კალაძე და არც სხვა მთავრობის წევრი ხელს არ მოაწერდა”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ივანიშვილის თქმით, ის განმუხურში მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობას აპირებს, თუმცა მის ადგილმდებარეობას ჯერ არ გაამხელს. „ისეთ ადგილზე, სადაც პირობითად საზღვარი გადის, იქ ვაპირებ მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობას. კიდევ რაღაცას ვაპირებ და როცა დამტკიცდება მერე გაგიმხელთ ყველას. იქაც კი მოახერხეს და თემა აწიეს, ზღვას გვართმევსო, ზღვის სანაპიროს გვართმევსო, რითაც სისულელეებში და უმეცრებაში გადასული განცხადებები გააკეთეს. რაც მთავარია, მათი ლიდერი დავით აღმაშენებელს ედრებოდა მშენებლობების ტემპებით. ახლა უფრო დიდი ტემპებით მიდის ყველაფერი. სწორი მშენებლობებით ყველამ უნდა იამაყოს. დღეს მე ვაშენებ და „ნაციონალური მოძრაობამ“ მოახერხა და სიტყვა მშენებლობა ლამის უარყოფოთ სიტყვად აქცია“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)