|
2016-06-09 13:14:48, 847 ნახვა
პოლიტიკა
ვანო ჩხიკვაძე: ზაფხულში ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შანსები, ფაქტობრივად არ არსებობს
ზაფხულში, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შანსები, ფაქტობივად არ არსებობს, ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა ვანო ჩხიკვაძემ განუცხადა. მისი შეფასებით, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, შეიძლება, უვიზო მიმოსვლა წლის ბოლოდან ამოქმედდეს. "უახლოეს მოამვალში, კონკრეტულად ზაფხულში, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შანსები, ფაქტობივად არ არსებობს. ბევრი რამ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე იქნება დამოკიდებული. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლოს ამოქმედებბა უვიზო მიმოსვლა", - აცხადებს ვანო ჩხიკვაძე. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭო საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას ხვალ განიხილავს. საკითხის განხილვა ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იგეგმება. ბოლო ორ შეხვედრაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭეის საკითხებზე მინისტრები ვერ შეთანხმდნენ. გერმანული მედიის ცნობით, პროცესს გერმანული მხარე ამუხრუჭებს, ვინაიდან მათ მიაჩნიათ, რომ გერმანიაში ქართველი კრიმინალებისგან შემდგარი ჯგუფები მომძლავრებულია, საქართველოსთვის ვიზალიერალიზაციის მინიჭების საკითხი კი ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს. ცნობისთვის, ევროკომისიამ საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივა ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს მარტში წარუდგინა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)