|
2016-06-09 11:05:45, 665 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: საქართველო ევროპის ენერგო მომარაგების განუყოფელი ნაწილი გახდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის, კონრად ადენაუერის ფონდისა და თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. კონფერენციაზე საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების არსებულ და მომავალ როლზე, ასევე გლობალურ ენერგო პროცესებში დასავლეთის ქვეყნების მნიშვნელობაზე მსჯელობენ. ამასთან, გაიმართა დისკუსია საქართველოს მთავრობის სავარაუდო სტრატეგიაზე, შეცვლილ პოლიტიკურ რეალობაში . პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა, კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ადგილი უკავია ენერგოუსაფრთხოებას საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში. კვირიკაშვილის თქმით, საქართველოში ენერგოუსაფრთხოება ევროვნული უსაფრთხოების განუყრელი ნაწილი გახდა. მისივე თქმით, საჭიროა ყველა შიდა რესურსის გამოყენება და ახალი წყაროს მოძიება. პრემიერის განცხადებით, ქვეყანა ჰიდრორესურსებით მდიდარია, რომლის მხოლოდ 25-30% -ია გამოყენებული. „ ჩვენ შევქმენით დამოუკიდებელი მარეგულირებელი ინსტიტუტები, 16-17 წელია მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა. დამოუკიდებელი ფინანსური ინსტიტურტები ჩავრთეთ, ასევე არსებობს საქართველოს საპარტნიორო ფონდი, რომელიც მოქმედებს როგორც მნიშვნელოვანი კატალიზატორი. ფინანსურ ინსტიტუტებს საქართველოში მნიშვნელოვანი ექსპერტიზა შემოაქვთ. ინსტიტუციურად და სამართლებრივად მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ საქართველოში, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ტრანზიტული როლი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ დაუახლოვდეს დასავლეთს, ევროატლანტიკურ სივრცეს. „ჩვენთვის აზერბაიჯანი ასევე, ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია ბუნებრივი გაზის, ბუნებრივი რესურსების მოწოდების თვალსაზრისით“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო შემოდგომაზე ევროპულ ენერგოსაზოგადოებასთან მიერთებას აპირებს. „ევროპის ენერგო მომარაგების განუყოფელი ნაწილი გახდება საქართველო“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)