|
2016-06-08 20:55:53, 611 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ პროვოკაციული ქმედებებით არჩევნებს ჩრდილი მიაყენონ
არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებებით ჩრდილი მიაყენონ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ცენტალურ ოფისში, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად წარდგენის შემდეგ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნები დემოკრატიულ, სამართლიან, თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს. „დღეიდან ჩვენი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ იწყებს აქტიურ მზადებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელშიც პარტია მონაწილეობას მიიღებს, როგორც დამოუკიდებელი პარტია. „ქართული ოცნება“, როგორც მმართველი პარტია გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულ, სამართლიან, თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში. ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებებით ჩრდილი მიაყენონ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. ამ არჩევნებით დავანახებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები შეუქცევადი ხასიათისაა“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პარტიული რესურსი ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებისთვის სრულად იქნება მობილიზებული. „ჩვენი უკვე დავასრულეთ პარტიის ცენტრალური საარჩევნო შტაბის ფორმირება. უახლოეს დღეებში დასრულდება ადგილობრივი შტაბების ფორმირების პროცესი. ჩვენი პარტიული რესურსი სრულად იქნება მობილიზებული ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნებისა“ და ქართველი ამომრჩევლის გამარჯვებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბს ვიცე-პრემიერი, პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე უხელმძღვანელებს. კალაძე პრემიერმა ცოტა ხნის წინ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)