|
2016-06-08 20:03:24, 582 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ნატო-ს წევრობა საქართველოს ეროვნული განვითარების მთავარი პრიორიტეტია
"ნატო-ს წევრობა საქართველოს ეროვნული განვითარების მთავარი პრიორიტეტია" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, 8 ოქტომბერს დანიშნული არჩევნები იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. "ნატო-ს წევრობა საქართველოს ეროვნული განვითარების მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ნატო-ს შეიარაღებულ ძალებთან ერთად ალიანსისმისიებში მონაწილეობას. მოხარულები ვართ, რომ რამდენიმე კვირის წინ მოგვეცა უდიდესი შესაძლებლობა, რომ ჩავატაროთ ნატო-ს მოკავშირეებთან ერთადერთობლივი წვრთნები. ასევე მოხარულები ვართ, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავზე ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები იდგნენქართველი ჯარისკაცების გვერდით ისევე, როგოც ჩვენი სამხედროები დგანან მათ გვერდით ბრძოლის ველზე და შეაქვთ წვლილი გლობალური უსაფრთხოებისუზრუნველყოფაში. ჩვენ განვიხილეთ მოახლოებული ვარშავის სამიტი და თანამშრომლობის ფორმატები, რომელსაც წინ წავწევთ ვარშავის სამიტზე. განვიხილეთ უელსის სამიტის დასკვნა, არსებითი პაკეტის განხორციელების თაობაზე, რომელიც წარმატებით განხორციელდა და მივიჩნევთ, რომ ეს პროცესიკიდევ უნდა გაგრძელდეს. მე მივაწოდე ინფორმაცია გენერალურ მდივანს ოკუპაციის ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ. ვაცნობემკვლელობის ფაქტის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა საოკუპაციო ხაზთან, ასევე ახლახანს განვითარებული მოვლენები, დამოუკიდებელი დასუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი სასაზღვრო ბანერების აღმართვის ფაქტის შესახებ. გვჯერა, რომ საქართველოს ვალდებულება ევროალტანტიკური ინტეგრაციის მიმართ გაძლიერდება ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გზით და 8 ოქტომბერს დანიშნული არჩევნები იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი". - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)