|
2016-06-08 17:49:43, 588 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე გაბორ იკლოდის შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა, მინდია ჯანელიძემ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის კრიზისების მართვისა და დაგეგმარების დირექტორატის ხელმძღვანელს, გაბორ იკლოდს უმასპინძლა. ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოში კრიზისების მართვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მომავალ თანამშრომლობაზე ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან და ევროკავშირის სამოქალაქო მისიებში საქართველოს ჩართულობზე ისაუბრეს. „ჩვენ გვქონდა ერთსაათიანი შეხვედრა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში, სადაც გაიმართა საინტერესო დისკუსია საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მექანიზმებზე, ინსტიტუციურ შესაძლებლობებზე, რომლებსაც იყენებს ქვეყანა არსებულ საფრთხებზე და გამოწვევებზე რეაგირებისთვის. ვთვლი, რომ უსაფრთხოების და კრიზისების მართვის სფერო ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დიდი შესაძლებლობებისა და პროგრესის საშუალებას იძლევა. მე ძალიან ვაფასებ მინდია ჯანელიძესთან გამართული საუბრის მნიშვნელობას. ჩვენს შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევგ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა გაბორ იკლოდიმ. მინდია ჯანელიძის განცხადებით, ევროპელი პარტნიორების მხრიდან კრიზისების მართვის სფეროში საქართველოში ბოლო დროს განხორციელებული რეფორმები, უაღრესად დადებითად იქნა შეფასებული. „საუბარი შეეხო ევროკავშირის სამოქალაქო მისიებში საქართველოს ჩართულობას. ეს საკითხი ძალზედ აქტუალურია და მნიშვნელოვანია ევროპის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სისტემაში ჩვენი ქვეყნის ეტაპობრივი ინტეგრაციის კუთხით“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭს მდივანმა. შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)