|
2016-06-07 14:18:24, 894 ნახვა
პოლიტიკა
სამხრეთ ოსეთის დ-ეფაქტო ვიცე-პრემიერად რუსეთის საბაჟო სამსახურის გენერალ-მაიორი დაინიშნა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ვიცეპრემიერად რუსეთის საბაჟო სამსახურის გენერალ-მაიორი, 52 წლის დიმიტრი კოზაევი დაინიშნა, - ამის შესახებ Overallnews იუწყება. მედიის ინფორმაციით, მისი დანიშვნის ბრძანებას დე-ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა 6 ივნისს მოაწერა ხელი. დღეს ახალი ე.წ. ვიცეპრემიერი დეფაქტო მინისტრთა კაბინეტის წევრებს წარუდგინა. თიბილოვის თქმით, კოზაევი მთავრობაში ეკონომიკურ, საბაჟო და საგადასახადო საკითხებზე იმუშავებს. კოზაევის განცახდებით, უპირველეს ყოვლისა, ის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ამოცანების შესრულებას, ასევე ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდასა და დე-ფაქტო რესპუბლიკაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას გეგმავს. ცნობისთვის, დიმიტრი კოზაევმა სამხრეთ ოსეთის პედაგოგიური ინსტიტუტი, რუსეთის საბაჟო აკადემია და აკადემიის ასპირანტურა დაამთავრა. საბაჟო ორგანოებში მუშაობა მან 1994 წელს დაიწყო. 2007 წელს კოზაევი ხაკასიის საბაჟოს ხელმძღვანელი გახდა, 2008 წლიდან კი კრასნოიარსკის საბაჟოს ხელმძღვანელობდა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)