|
2016-06-07 12:54:38, 898 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი სააკაშვილზე: დავით აღმაშენებელს ედრებოდა, წარმოგიდგენიათ როგორი თავხედობაა?!
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში საქართველოში მიღწეულ მედიისა და სიტყვის თავისუფლებაზე აკეთებს აქცენტს. როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, საზოგადოებას ტელევიზიების მეშვეობით, ვირტუალურ სამყაროში აცხოვრებდნენ: "ვირტუალურ სამყაროს გვიხატავდნენ ყველა ტელევიზიიდან, ხან სახურავიდან, ხან მღვიმეებიდან გვესაუბრებოდა, გვეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად მიდის, საოცარი აღმშენებლობა მიდის, ნაცვლად იმისა, რომ ეკონოიკური წარმატების მხრივ, რეგიონთან გაეკეთებინა შედარება, რაშიც პირველები არასოდეს არ ვყოფილვართ. დავით აღმაშენებელს ედრებოდა, წარმოგიდგენიათ ახლა როგორი თავხდეობაა?! ჯერ ვთქვათ ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტს გაბედო და შეადარო და მერე როგორი უმეცრებაა, როგორ შეიძლება დღევანდელი ეკონომიკა და მშენებლობის ტემპები შეადარო მე-11, მე-12 საუკინასას?! მაგრამ სხვას რომ ვერაფერს ეძებდა, ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ გაებრუებია საზოგადოება. ყველა ტელევიზიიდან, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვირტულურ სამყაროს გვიხატავდნენ.საზოგადოების ნაწილის დამორჩილებას თუ ვერ ახერხებდა, ციხეები გავსებული იყო. ცემდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ კიდეც. ამ მეთოდით ცდილობდნენ, შეენარჩუნებინათ ხელისუფლება. "ნაციონალური მოძრაობა" ყველაზე კარგად სარგებლობს დღევანდელი სიტყვის თავისუფლებით. პირველი ეტაპი დაიძაბნენ, პირველი თვეები, ეშინოდათ მსგავსი არაფერი მოხმდარიყო და თავჩაღუნულები დადიოდნენ. კარგად ჩანდა ეს პარლამენტში აღმიწერეს, წყლის დასალევად ვერ ამოდიოდნენ ზემოთ, ისეთი შეშინებულები იყვნენ",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)