|
2016-06-07 12:36:59, 791 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: კორცხელის ინციდენტი სამარცხვინო იყო, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება
„კორცხელის ინციდენტი იყო ძალიან სამარცხვინო. მე მმართველ გუნდსაც მოვუწოდებდი და მთლიანად საზოგადოებას, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი შეფასებით, მომხდარზე მთავარი პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება. „ქვების სროლით მოვიდა ერთი გუნდი და იმითვე დაასრულა. ჩვენ სხვა ხელწერით მოვედით და ეს იყო სირცხვილი იქ რაც მოხდა. რა თქმა უნდა ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და მმართველ გუნდს. ეს უნდა გააცნობიერონ ძალიან კარგად და მეტი მოთმინება უნდა იქონიონ. დაწვრილებით არ ჩავუღრმავდები იმ ფორმებს, ვინ ვინ მიიყვანა, ვინ რა გააკეთა და რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. საერთო ჯამში, ამან ძალიან დააზარალა ჩვენი სახელმწიფო. ერთი პლიუსი შეიძლება ჰქონდეს ამას, რომ დასკვნები გააკეთონ, პრევენცია მოახდინონ და მეტი აღარ განმეორდეს. ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, მმართველმა გუნდმა, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს. ეს იყო სირცხვილი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ექს-პრემიერის აზრით, კორცხელის ინციდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციის შედეგი იყო და ეს გიგა ბოკერიას ქმედებებსაც ეტყობოდა, თუმცა ეს მმართველი გუნდის ქმედებებს არ ამართლებს. „თუ მაინც მოვახერხებთ მოკლე ანალიზის გაკეთებას, რა თქმა უნდა მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს პროვოკაცია კარგად დაგეგმილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და კადრებიც ვნახე. ისიც კარგად შევამჩნიე როგორც მოსწონდა ბოკერიას, როცა წამოდგა ფეხზე და სიჩუმეს იძახდა, რომ შედეგი მიიღო, იქვე ეტყობოდა. მაგრამ ეს არაფრის გამართლების საფუძველი არ გახლავთ, არაფრით არ ამსუბუქებს იმას, რაც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ეს პროვოკაცია კარგად დადგმული და ორგანიზებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, არაფრით არ ამართლებს მმართველი გუნდის ქმედებას და იმას, რაც იქ მოხდა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს მომავალში, რომ არანაირ პროვოკაციას არ წამოვეგოთ“, - აღნიშნა ივანიშვილმა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)