02:28 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 17:51:37, 647 ნახვა

პოლიტიკა
მერკელის ბლოკში საქართველოსთვის უვიზო ლიბერალიზაციის დაწესების წინააღმდეგ გამოდიან

გერმანელი პოლიტიკოსები საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების წინააღმდეგები არიან, - ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი გერმანული გამოცემა BILD-ი ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებები ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ბლოკში გაკეთდა.

ცნობისთვის, ბლოკის თავმჯდომარე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელია.

BILD-ის ცნობით, ბუნდესტაგის დეპუტატმა არმინ შუსტერმა განაცხადა, რომ თავშესაფრის მაძიებლები საქართველოდან, გერმანიაში ორგანიზებულ დანაშაულში სხვა უცხოელ მიგრანტებზე მეტად არიან ჩართული.

მისივე განმარტებით, ქართული კრიმინალური დაჯგუფებები გერმანიაში წამყვან ძალად იქცნენ, რომელიც ბინების ძარცვებით არიან დაკავებული.

ამასთან, შუსტერმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის დაწესება გერმანიაში კრიმინალის გაზრდას შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, დეპუტატი ჰანს-პეტერ უჰლის განცხადებით, ამჟამად საქართველოსთვის ვიზების გაუქმებაზე თუ ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბარი არ არის.

დეპიტატის თქმით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესება გერმანიაში უკონტროლო მიგრაციას და კრიმინალის ზრდას შეუწყობს ხელს. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება რუსეთთან კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.

როგორც მედია საშუალება, გერმანიის სისხლის სამართლის საქმეების ფედერალური უწყების ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, გასულ წელს გერმანიაში ბინის ძარცვის 167 000 ფაქტი განხორციელდა, აქედან უმრავლესობა ქართულმა მაფიამ ჩაიდინა.

გერმანიის კრიმინალური პოლიციის მუშაკთა კავშირის თავმჯდომარე ანდე შულცის განცხადებით, ქართული მაფია „მიზანმიმართულად აგზავნის საქართველოდან გერმანიაში კრიმინალებს“, რის შემდეგაც აღნიშნულ პირებს პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაზე შეაქვთ განაცხადი.

შულცის განრმატებით, სანამ შესაბამისი სტრუქტურა მათ საქმეს განიხილავს, მაფია დანაშაულებრივ ქმედებებს ჩადის.

შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ისევ ვერ შეთანხმდნენ და გადაწყვეტილების მიღება 1 კვირით გადაიდო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics