|
2016-06-06 16:56:55, 524 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: 4 წელში იმდენი სამუშაოს შესრულებას ვაპირებთ, რამდენიც ათწლეულების განმავლობაში არ შესრულებულა
„ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს, 4 წლის განმავლობაში იმდენი სამუშაოს შესრულებას ვაპირებთ, რამდენიც საქართველოში გასული ათწლეულების განმავლობაში არ შესრულებულა”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მომავალი ინფრასტრუქტურული განვითარების მთლიანი სამოქმედო გეგმა ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და მთავრობის წევრებთან უკვე განხილულია. “საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. სულ რამდენიმე დღის წინ გვქონდა ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და მთავრობის წევრებთან ერთად განხილვა მომავალი ინფრასტრუქტურული განვითარების მთლიანი სამოქმედო გეგმის. 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვაპირებთ იმდენი სამუშაოს შესრულებას, რამდენიც, ფაქტობრივად, გასული ათწლეულების განმავლობაში არ შესრულებულა საქართველოში. ეს არ არის გადაჭარბებული მოლოდინები, ეს არის აბსოლუტურად კონკრეტულ მაჩვენებელზე და კონკრეტულ პოტენციალზე დაყრდნობით გათვლილი გეგმა”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერის განმარტებით, სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას უახლოეს მომავალში აპირებენ: „ის ითვალისწინებს როგორც მთავარი ინფრასტრუქტურული არტერიების განვითარებას და მშენებლობას, ასევე ტურისტულ, ინფრასტრუქტურასთან მისასვლელი გზების განვითარებას, რაც სრულიად ახალ სუნთქვას მიანიჭებს ჩვენს ტურისტულ სექტორს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში, როგორც ქალაქებში, ასევე სოფლად მაცხოვრებელ ადამიანებს გაუჩნდებათ უფრო მეტი შემოსავალი და მათ ექნებათ საშუალება, მიიღონ უფრო მეტი სტუმარი. ეს ნიშნავს უფრო მეტ დახარჯულ ფულს საქართველოში, ეს ნიშნავს უფრო მეტ მოთხოვნას ჩვენს აგრარულ პროდუქციაზე და არა მხოლოდ, ეს ნიშნავს მთლიანი შიდა პროდუქტის ძალიან მნიშვნელოვან ზრდას და მეტი ინვესტიციების მოზიდვას. ასევე, ჩვენ ვგეგმავთ, რომ მთა თუშეთის სტრატეგიული განვითარების პროექტი შევიმუშავოთ, რომელსაც გააჩნია მრავალმხრივი დანიშნულება, რა თქმა უნდა, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეთნოკულტურის შენარჩუნების, ტურიზმის განვითარების, სოციალური კუთხით იქ მაცხოვრებელი ადამიანებისთვის, რომლებიც ნამდვილად გმირები არიან, დღეს იქ რჩებიან და ინახავენ ამ ჩვენს ისტორიულ მიწაწყალს. ჩვენი ვალია, ამ მხარეს განსაკუთრებულად მივხედოთ. მე არ ჩამოვთვლი სხვა პროექტებს, რომლებიც სტრატეგიული პროექტების სახით იქნება გამოყოფილი. კონკრეტულ პროექტს ეყოლება კონკრეტული მენეჯერი, მმართველი და პასუხისმგებელი ადამიანი. ამ გეგმას ჩვენ უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ. ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება დაგრჩებათ ყველა თქვენთაგანს იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე ამბიციური გეგმა, რაც კი ჩვენ უახლოესი წარსულის განმავლობაში გვინახავს”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)