04:46 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 14:37:25, 645 ნახვა

პოლიტიკა
განათლების ახალი მინისტრი ხვალ „აუდიტორია 115“-ის სტუდენტებს შეხვდება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ხვალ 10:00 საათზე „აუდიტორია 115“-ის სტუდენტებს  შეხვდება.

როგორც ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა,  შეხვედრას ერთჯერადი ხასიათი არ ექნება და მას სტუდენტებთან ხშირი კომუნიკაცია ექნება.

ამასთან,  ჯეჯელავა დარწმუნებულია, რომ განათლების სისტემას გააუმჯობესებს:

„დღეს ვერ ვახერხებ სამწუხაროდ ტექნიკური მიზეზების გამო. ხვალ 10:00 საათზე ვიქნები სტუმრად აუდიტორია 115-ში და მგონია, რომ არა მხოლოდ ხვალ, ძალიან ხშირად ვიქნები სტუდენტებთან სტუმრად, რადგან ჩემი პირდაპირი მოვალეობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ამ ხალხთან რომ სულ ვიმუშაო და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც კრიზისია. ჩვენ აუცილებლად გავაუმჯობესებთ განათლების სისტემას. რადგან ჩემთვის პირველი შეხვედრაა, ვაპირებ, რომ უფრო მეტი მოვუსმინო, ვიდრე ვისაუბრო, რადგან ეს აკლია ჩვენ რელობას. ვაპირებ შევთავაზო, განვაახლო ის შეთავაზება, რაც პრემიერმა გააჟღერა თავის დროზე, რომ შეიქმნას პლატფორმა მუდმივმოქმედი ფორმატი, სადაც ჩვენ შევძლებთ ყველა მხარე შევქმნათ და ყველამ ერთად გადავწყვიტოთ, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება“, -განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ და დასძინა, რომ შეხვედრას თვითმმართველობის წევრებთანაც გეგმავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics