04:01 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-04 11:06:53, 717 ნახვა

პოლიტიკა
სებასტიან კურცი საქართველოს ეწვევა

ეუთოში ავსტრიის თავმჯდომარეობის პირველივე ეტაპზე, სებასტიან კურცი საქართველოს ეწვევა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ, სებასტიან კურცმა აღნიშნა, რომ საქართველოს თემა ეუთოს დღის წესრიგიდან არასოდეს მოხსნილა.

„ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ, რუსეთთან მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ეუთო გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოსთვის. ეუთოში ავსტრიის თავმჯდომარეობის პირველივე ეტაპზე,  საქართველოს ვეწვევი, რათა სხვა საკითხებთან ერთად, ვიმსჯელოთ იმაზეც, თუ დამატებით  რა წვლილის შეტანა შეუძლია ეუთოს კონფლიქტის გადაწყვეტის  საქმეში", – განაცხადა სებასტიან კურცმა.

მისი თქმით, გაყინული კონფლიქტები ზემოქმედებას ახდენს არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობაზე, არამედ მუდმივ ტვირთად აწვება ქვეყანას და მთელ სამეზობლოს.

პრესკონფერენციის დროს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრა და, ამ კუთხით, 3 ივნისს გამართული ბიზნეს ფორუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც სებასტიან კურცმა აღნიშნა,  „საქართველოსა და ავსტრიას შორის თანამშრომლობის უდიდესი პოტენციალი არსებობს, რომელიც სარგებელს ორივე ქვეყანას მოუტანს".

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას ავსტრიაში ვიზიტისთვის და კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ აგვისტოში თბილისში ავსტრიის საელჩოს გახსნა იგეგმება. „მჯერა, რომ ეს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობათა  გაღრმავების მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება", - განაცხადა სებასტიან კურცმა.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ავსტრიას 2016 წლის 1-3 ივნისს ეწვია. ვენაში მან შეხვედრები გამართა ეუთო-ში და ავსტრიის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მინისტრმა ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველო-ავსტრიის ბიზნეს ფორუმში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics