|
2016-06-04 11:01:16, 626 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: საქართველო ევროპის აღმოსავლეთ კარიბჭეა, რომელიც ევროპის ქვეყნებს აზიასთან აკავშირებს
„საქართველო ევროპის აღმოსავლეთ კარიბჭეა, რომელიც მას აზიასთან აკავშირებს. სწორედ ესაა ის დამატებითი ღირებულება, რომელსაც საქართველო ევროპის ქვეყნებს სთავაზობს", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან სებასტიან კურცთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ჯანელიძის თქმით, საქართველო ამაყობს იმით, რომ პოლიტიკურ ურთიერთობასთან ერთად, საქართველოსა და ავსტრიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობაც დინამიურად ვითარდება. „ავსტრია მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს საქართველოში, მაგრამ კაპიტალთან ერთად, ავსტრიულ კომპანიებს საქართველოში ხარისხი და პროფესიონალიზმი შემოაქვთ. საქართველოსთან ურთიერთობით კი მათ სამხრეთ კავკასიასთან, შუა აზიასთან და შორეულ აღმოსავლეთთან კავშირების დამყარების შესაძლებლობა ეძლევათ", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მინისტრმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მიიღებს უვიზო რეჟიმს, როგორც რეგიონში დემოკრატიული გარდაქმნების ლიდერი ქვეყანა, რომელმაც შეასრულა ყველა ვალდებულება, რაც მას ევროპის საიმედო პარტნიორად აქცევს. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ავსტრიის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეუთოში ავსტრიის თავმჯდომარეობის პერიოდში, ორ ქვეყანას ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობა მიეცემა, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის უდიდეს გამოწვევად რჩება". საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ავსტრიას 2016 წლის 1-3 ივნისს ეწვია. ვენაში მან შეხვედრები გამართა ეუთო-ში და ავსტრიის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მინისტრმა ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველო-ავსტრიის ბიზნეს ფორუმში.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)