|
2016-06-03 13:23:18, 566 ნახვა
პოლიტიკა
ბარამიძე მართლმსაჯულების რეფორმის „მესამე ტალღაზე": საგაზაფხულო სესიის დამთავრებამდე ეს პაკეტი მიღებული იქნება
იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე ამბობენ, რომ მართლმსაჯულების რეფორმის “მესამე ტალღა" შეჩერებულია. ბარამიძის განმარტებით, მართლმსაჯულების რეფორმის “მესამე ტალღის” კანონპროექტებს მესამე მოსმენით განიხილავენ და დარწმუნებულია, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტს მიიღებენ: "არ მესმის, რის საფუძველზე შეიძლება განვაცხადოთ, რომ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღა შეჩერებულა.ის არის პარლამენტში და წინ არის მხოლოდ მესამე მოსმენა. საგაზაფხულო სესია ჯერ არ დამთავრებულა და დარწმუნებული ვარ, დამთავრებამდე ეს პაკეტი იქნება მიღებული",-განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ. მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, უახლოეს მომავალში დასრულებულ საკანონმდებლო პაკეტს უზენესი სასამართლოს თავმჯდომარეც ელის: "რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში ჩვენ ველოდებით მესამე წაკითხვით უკვე დასრულებულ საკანონმდებლო პაკეტს და ეს არ ნიშნავს, რომ დამთავრდება მართლმსაჯულების რეფორამა",-განმარტა ნინო გვენეტაძემ. მისივე თქმით, სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებას შეეხება, მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით შექმნილი კომიტეტიც იმუშავებს: "ამ კუთხით ჩვენ ვიმუშავებთ სტრატეგიაზე, რომ გაძლიერდეს არა მხოლოდ სასამართლოს, როგორც ინსტიტუციის, დამოუკიდებლობა, არამედ როგორც კონკრეტული მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობა, ვიმუშავებთ ასევე გადატვირთული სასამართლოს განტვირთვისა და მოსამართლეთა განტვირთვის საკითხებზე.სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდის პერსპექტივაზე, დისციპლინური სამართალწარმოების კუთხით ანგარიშვალდებულების მექანიზმების დახვეწაზე. ეთიკის ახალი სტანდარტების შექმნაზე და სხვა საკითხზე, რომელსაც კომიტეტში შემავალი ნებისმიერი უწყება დააყენებს და რომელსაც ექნება სათანადო პოზიციები",-განაცხადა ნინო გვენეტაძემ. მართლმსაჯულების რეფორმის “მესამე ტალღის” კანონპროექტების მესამე მოსმენით განხილვა პარლამენტში 25-27 მაისის სასესიო კვირაში იყო დაგეგმილი, თუმცა, როგორც ცნობილია, კვლავ გადაიდო. “მესამე ტალღის" კანონპროექტებზე საკანონმდებლო ორგანოში განხილვები თითქმის, რვა თვეა მიმდინარეობს. ცნობისთვის, მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით შექმნილი კომიტეტის პირველი სამუშაო შეხვედრა დღეს გაიმართა. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მოსამართლეები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)