03:05 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-02 16:15:43, 540 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვევა

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია ეწვევა, რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერი ჭანგ გაოლი ხელმძღვანელობს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 3 ივნისს, გაიმართება საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერთან.

პირისპირი და გაფართოებული ფორმატის შეხვედრების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი მოეწერება  შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ"  და ურთიერთგაგების მემორანდუმებს  „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის."

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ძველი თბილისისა და მცხეთის ღირშესანიშნაობების  დათვალიერება და სხვადასხვა კულტურული ღონისძიება.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტი, რომელიც   ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში პირველად განხორციელდა,  4 ივნისს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics