|
2015-02-26 17:07:18, 889 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა რურუა: აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენით, შესაძლოა, მსოფლიოს თვალში აფხაზეთი დე იურე დავკარგოთ
ექსპერტი ნიკა რურუა მიიჩნევს, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენა უკონტროლო ტერიტორიას ლეგიტიმურობას მისცემს. როგორც რურუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზა არაღიარების პოლიტიკას დაასამარებს. ამავე დროს, რურუას თქმით, რკინიგზის აღდგენა სამხედრო საფრთხის შემცველია, ვინაიდან რუსეთს შეეძლება საათების განმავლობაში არმია ნებისმიერი მძიმე ტექნიკით მოამარაგოს. "რუსეთ-საქართველოს რკინიგზის თემა მოლაპარაკებების ფორმატს სცდება.ამ პორთველში, რომელსაც აწარმოებს ჩვენი მთავრობის მეთაურის წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, პოლიტიკური განხილვა რამდენად საზოგადოებიისთვის ცნობილი იყო, არ შედიოდა. მაგრამ ის მაინც აკეთებს ამას. როგორც ჩანს, ასეთი დავალება აქვს. საინტერესოა ვისგან? რკინიგზის აღდგენის საკითხებით, გამორიცხულია, რომ უკონტროლო ტერიტორიას არ მიეცეს რაღაც ლეგიტიმურობა იმიტომ, რომ ფაქტობრივად, მხარედ დაფიქსირდება, რომლის იგნორირებაც, თუ ეს რკინიგზა აღდგება, არ გამოვა, რადგან აქ მილიონი ძალიან მნიშვნელოვანი იურიდიული დეტალია, რომელიც ვერ მოგვარდება, თუ არა სეპარატისტული ხელისუფლების მონაწილეობით.ეს შეიცავს არაღიარების პოლიტიკის დამარცხების დიდ სერიოზულ საფრთხეს და სამხედრო საფრთხეს, რადგან რუსეთი რკინიგზებს იყენებს ხოლმე, და ეს ახლაც დამტკიცდა უკრაინის კონფლიქტში, სამხედრო თვალსაზრისით. ყველაზე ჩქარი სამხედრო მომარაგების შეტყობინება აქვს რკინიგზით. ამიტომ, ეს ყველამხრივ წამგებიანია. ნაჩქარევად ამის გაკეთება იქნება ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების ღალატი. ეს დაასამარებს ჩვენი არაღიარების პოლიტიკას. ფაქტობრივად შეიძლება მსოფლიოს თვალში დე იურედ დავკარგოთ აფხაზეთი. ასევე, რუსეთს შეეძლება საათების განმავლობაში მოამარაგოს თავისი არმია ნებისმიერი მძიმე ტექნიკით",-განაცხადა ნიკა რურუამ. რაც შეეხება იმას, თუ ვინ მონაწილეობდა გრიგორი კარასინის პრაღაში გამგზავრებამდე ქართულ-რუსულ დიალოგში, რურუამ აღნიშნა, რომ წარმოდგენა არ აქვს. თუმცა, ისიც დასძინა, რომ რკინიგზის საკითხის გაცოცხლება ცალსახად რუსეთის ინტერესებში შედის. "ვერ გეტყვით, მაგას გაიგებთ ალბათ. რაც შეეხება ქართველი ექსპერტების ვინაობას, ეს სრულიად ანონიმურია, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ ექსპერტებზეა საუბარი, ან რა კომპეტენციის ექსპერტებზე, რადგან ნათელია, რომ ამ საკითხის გაცოცხლება ცალსახად შედის პუტინის რუსეთის ინტერესებში და არანაირად არ შედის დამოუკიდებელი საქართველოს ინტერესებში",-განაცხადა ნიკა რურუამ. აღნიშნული განცხადება მან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. ქვეყნის პირველი პირი ამწუთებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემაზე 12 ექსპერტს ხვდება. ესენია: კორნელი კაკაჩია, სერგი კაპანაძე, იაგო კაჭკაჭიშვილი, ბაკურ კვაშილავა, შორენა ლორთქიფანიძე, ირაკლი მენაღარაშვილი, ალექსანდრე რუსეცკი, დავით სიხარულიძე, ბათუ ქუთელია, სოსო ცისკარიშვილი, თორნიკე შარაშენიძე, ნიკა რურუა. შეხვედრას ასევე ესწრებიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
კონგრესის მომხსენებლები: 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის განხილვა ღრმა შეშფოთებას იწვევს
ევროპარლამენტარები: პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება
ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე ვარ - დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)