|
2016-06-02 09:45:18, 430 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: საქართველოსთან დაახლოებით სარგებელს მიიღებს არა მხოლოდ საქართველო, არამედ ევროკავშირიც
ავსტრიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ვენის დიპლომატიურ აკადემიას ეწვია. როგორც ”ექსპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვენის დიპლომატიურ აკადემიაში მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები გამართა ევროპისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ავსტრიის ინსტიტუტის პრეზიდენტთან ვერნერ ფასლაბენდთან და ვენის დიპლომატიური აკადემიის რექტორთან ჰანს ვინკლერთან. ასევე წარსდგა მოსხენებით თემაზე - "საქართველოს ევროპული ინტეგრაცია: ევროკავშირთან ასოცირებული პარტნიორის მიღწევები და გამოწვევები". საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე ისაუბრა. ამის ნათელ მაგალითად კი ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოში ავსტრიის საელჩოს გახსნის შესახებ მოიყვანა, რაც მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. მინისტრმა განსაკუთრებით საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტოს საქმიანობა აღნიშნა, რომელიც მრავალი პროექტის განხორციელებას სავაჭრო, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, კულტურისა და განათლების სფეროში ხელს უწყობს. ვენის დიპლომატიურ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჯანელიძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესახებ. "საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს არის ერთადერი გზა ქვეყნის მდგრადი განვითარებისკენ. ევროპულ ოჯახთან დაახლოება, ეს ქართველი ხალხის არჩევანია და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის და მთლიანი რეგიონის დემოკრატიის, თავდაცვის და მშვიდობის გარანტი,"- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების მნიშვნელობაზე და აღნიშნა ამ პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, რაც ევროკომისიის დასკვნითაც დადასტურდა. "ჩვენ ველოდებით ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შესახებ. მინდა აღვნიშნო რომ, საქართველოსთან დაახლოებით სარგებელს მიიღებს არა მხოლოდ საქართველო, არამედ ევროკავშირიც,“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ. მისი თქმით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიღწევა, ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის ამოსავალი წერტილია. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ავსტრიის რესპუბლიკას საქართველოს ტერიტორული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს, ავსტრიის ეუთო-ს თავმჯდომარეობა კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. 2016 წლის 1-3 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან სებასტიან კურცთან და ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიერთან. მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის მუშაობაში, სადაც დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის სიტყვით გამოსვლა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)