|
2016-06-01 17:22:34, 772 ნახვა
პოლიტიკა
მაჭავარიანი: კორცხელის ინციდენტში მონაწილეების დასჯას კალაძის ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა და გაიმარჯვა კიდეც
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის მტკიცებით, კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებს კახა კალაძე მფარველობს. ამის შესახებ დეპუტატმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა. მისი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ორ ჯგუფს შორის აზრთა სხვადასხვაობ იყო იმაზე დაესაჯათა თუ არა კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირები. კვირიკაშვილი დასჯის მომხრე იყო, კალაძე კი ეწინააღმდეგებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნების შედეგებზე პასუხისმეგბლობას არ იღებდა. ამიტომ კალაძის პოზიციამ გაიმარჯვა. „ეს ხელისუფლება და პირადად გიორგი კვირიკაშვილი დამნაშავეებს მფარველობს. გაიხსენეთ შემთხვევა, როდესაც ასეთი ტიპის ძალადობაზე (კორცხელის ინციდენტი) რეაგირება არ მომხდარა თუნდაც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ან სხვა ხელისუფლების დროს. ერთი ასეთი ფაქტი მაინც გაიხსენეთ. ყველამ ნახა ეს მოძალადეები, მათ მე მოჭიდავეებს ვერ ვუწოდებ. ეს, რომ კალაძის დავალება იყო ეს ჩემი ფანტაზიის შედეგი არ ყოფილა. თვითონ კალაძემ თქვა, რომ ეს ხალხი „ოცნების“ აქტივისტები არიან და ჩვენ ვუზრუნველყავით, რომ ისინი იქ ჩასულიყვნენ. იქ, რომ ყოფილიყვნენ ვოლსკი, ბესელია კობახიძე ეს არ იქნებოდა დანაშაული, მაგრამ ისინი სხვა ნიშნით შეარჩიეს, კუნთმაგარი ბიჭები ვინც იყვნენ ისინი შეარჩიეს. კვირიკაშვილთან დაახლოებული წყაროებიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ „ოცნების“ ერთი ჯგუფი, მათ შორის კვირიკაშვილი ითხოვდა ამ ადამიანების დასჯას. მაგრამ მეორე ჯგუფი კალაძის ხელმძღვანელობით წინააღმდეგ წავიდა და თქვეს, რომ თუ ეს მოხდება, მაშინ ისინი არჩევნების შედეგებზე პასუხს არ აგებდნენ. მათი პოზიციაა, რომ თუ ამ ხალხს დასჯიან, მაშინ „ქართული ოცნება“ არჩევნებს წააგებს. ივანიშვილმა თქვა მე არ ჩავერევი თქვენ თვითონ გაარკვიეთო. მერე ეს სცენარი მოიფიქრეს“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ მიხეილ მაჭავარიანმა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)