|
2016-06-01 17:04:56, 631 ნახვა
პოლიტიკა
რა შემთხვევაში შეწყვეტს „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს
თუ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრაზე გავა „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს შეწყვეტს და კანონპროექტს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა. მისივე შეფასებით, სჯობდა ახლანდელ ხელისუფლებასაც, მაშინდელ უმრავლესობაში მყოფ ფრაქციებსაც ამაზე მაშინ ეფიქრათ, როდესაც მხარი ამ მოდელის მიღებას დაუჭირეს. საპარლამენტო უმცირესობა აგრძელებს ბოიკოტს, მიზეზი კორცხელის ინციდენტი მსგავსი შემთხვევების შემცირებაა. „სჯობდა ე.წ. გერმანულ მოდელზე პატივცემულ ჩემს მეგობრებს მაშინ ეფიქრათ, როდესაც ფორსირებულად იღებდნენ იმ მახინჯ მოდელს, რომელიც მიიღეს. მათ შორის მათაც ვგულისხმობ, ვინც ახლა ხელისუფლებაშია. ჩვენ არ ვგავართ დღევანდელ ოპოზიციას, ჩვენ ხომ ისტერიულად არ ვყვირით რაღაცეებზე. თუ ე.წ. გერმანულ მოდელს გასვლის შანსი ექნება, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ. ეს კანონპროექტი იდეალური ნამდვილად არ არის, მაგრამ ბევრად სჯობს იმ სიმახინჯეს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. მათ შორის ერთ-ერთი მომხსენებელი ვახტანგ ხმალაძე იყო, რომელიც ახლა აკრიტიკებს ამ მოდელს. მაგრამ დამეთანხმეთ, რომ მანამ სანამ ძალადობის საფრთხეა, სანამ თქვენ, მე და საქართველოს მოქალაქეებს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე გვემუქრება ძალადობის საფრთხე, ისეთი როგორიც მოხდა კორცხელში მე მგონი ამაზე ყურადღების გამახვილება ღირს“, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)