|
2016-06-01 14:27:01, 625 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის რიგგარეშე სხდომები 3-4 ივნისს გაიმართება
პარლამენტის რიგგარეშე სხდომები 3-4 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც აღინიშნა, რიგგარეშე სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის გადაგზავნილი მოტივირებული შენიშვნები განიხილება. "მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტმა ისარგებლა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით და პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი დაუბრუნა პარლამენტს თავისი შენიშვნებით. ასეთ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციის შესაბამისად, იხილავს პრეზიდენტის შენიშვნებს და უყრის კენჭს მას. პარლამენტი უფლებამოსილია, არ გაიზიაროს პრეზიდენტის შენიშვნები და განმეორებით კენჭისყრით დაადასტუროს თავის მიერ ადრე მიღებული ტექსტისთვის მხარდაჭერა. ასე რომ, ჩვენ ეს პროცედურები ამ მოწვევის პარლამენტის პირობებში განსაკუთრებით კარგად გვაქვს ათვისებული, ვეტო და მასთან დაკავშირებული საკითხები. პროექტი უნდა გადაეცეს კომიტეტს, რომელმაც პროექტი მოამზადა პარლამენტში განხილვისთვის", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. ბიუროს გადაწყვეტილებით, "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადაეცა და მას დაევალა, იგი რიგგარეშე სხდომაზე განსახილველად მოამზადოს. "ანუ, ჩაატაროს კომიტეტის სსდომა და განიხლოს აღნიშნული შენიშვნები", - განმარტა დავით უსუფაშვილმა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)