|
2016-06-01 10:59:40, 598 ნახვა
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი პრეზიდენტის მიერ გადაგზავნილ შენიშვნებზე იმსჯელებს
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონზე პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის გადაგზავნილ შენიშვნებზე, დღეს იმსჯელებს. მომხსენებელი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი იქნება. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ პარლამენტი მის ვეტოს გაიზიარებს. საპარლამენტო უმრავლესობაც ფიქრობს, „საკონსტიტუციო სასამართლოს კანონთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციას გაითვალისწინებენ. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონს ვეტო გუშინ დაადო და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები გადაუგზავნა. "მადლობა ვენეციის კომისიას, რომ უსწრაფესად მოხერხდა ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა და გამოვლინდა, რომ ის, რაც ჩვენ გვაწუხებდა, აწუხებს ვენეციის კომისიასაც და ის ფორმულირებები, რაც იყო კანონში, მათთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ვეტოზე, ანუ მოტივირებულ შენიშვნებზე და ბოლო პერიოდის განმავლობაში, გამომდინარე პრემიერის ძალიან კონსტრუქციული პოზიციიდან, ჩვენ მოვახერხეთ და ეს მუშაობა განვახორციელეთ როგორც თავად ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან, ასევე უმრავლესობის საკანონმდებლო გუნდთან. ამ მუშაობის შედეგად, პარლამენტს გადაეგზავნება ის მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც აქამდეც გამოსახავდა ჩვენს კითხვის ნიშნებს. ეს ეხება სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების ქვორუმის საკითხებს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა 10 წლიანი ვადის სრულფასოვნად ფუნქციონირებას. ეს შენიშვნები უკვე მომზადებულია და დღეს გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს. პრემიერთან თანამშრომლობის შედეგად, მე მაქვს იმედი, რომ ჩვენი პოზიციები იქნება გაზიარებული და პარლამენტი ვეტოს გაიზიარებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს ეფექტურ ფუნქციონირებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სახელწმიფოსთვის",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ცვლილებების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის ფიცის დადებიდან, ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, პლენუმის სხდომა ჩატარდება, რომელიც 5 წლის ვადით აირჩევს საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. ამავე წესით აირჩევს მის ორ მოადგილეს. თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევაში აღარ ჩაერთვება პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამარლოს თავმჯდომარე და კანდიდატურას თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები წარადგენენ. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ, ან მის მოადგილედ არ შეიძლება აირჩეს პირი, მეორე ვადით. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი 2/3-მდე იზრდება.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)