|
2016-05-31 17:31:56, 771 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე დიდი ბრიტანეთის ელჩს ალექსანდრა ჰოლ ჰოლს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში, ალექსანდრა ჰოლ ჰოლს უმასპინძლა. შეხვედრას საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი კრის გოფი ესწრებოდნენ. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების და კრიზისების მართვის სფეროში არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის გაღრმავებას. მინდია ჯანელიძემ ალექსანდრა ჰოლ ჰოლს საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის და აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მინდია ჯანელიძემ და ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა საბჭოს აპარატის და ბრიტანელი კოლეგების მიმდინარე ერთობლივი საქმიანობა და სამომავლო გეგმები განიხილეს. ალექსანდრა ჰოლ ჰოლის თქმით, ეროვნული სიტუაციური ოთახის გახსნა ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის თვალსაჩინო პროექტია და დიდი ბრიტანეთი კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისების მართვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესზე. მინდია ჯანელიძის თქმით, ამჟამად საბჭოს აპარატის კოორდინაციით და სხვადასხვა უწყებების ჩართულობით ეროვნული დონის ხუთ სტრატეგიაზე მიმდინარეობს მუშაობა. ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი მზადაა ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის სფეროში უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატს ექსპერტიზის მიმართულებით აქტიური დახმარება გაუწიოს.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)