|
2016-05-31 17:29:18, 709 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ვემხრობი, რომ "რუსთავი 2" დარჩეს ისეთად, როგორიცაა და ჰყავდეს დირექტორი ნიკოლოზ გვარამია
მე ვემხრობი, რომ "რუსთავი 2" დარჩეს ისეთად, როგორიც არის და ჰყავდეს დირექტორი ნიკოლოზ გვარამია, ეს ჩვენთვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ბორდოში, თემის კომენტირებისას განუცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეცვლილი "რუსთავი 2"-ის ხილვას არ ისურვებდა, რათა ვინმეს ამით სპეკულირების საშუალება არ მისცემოდა, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში, თუმცა ხელისუფლება სასამართლოს საქმიანობაში არ ერევა. "სასამართლო არის სასამართლო. ის იხილავს საკუთრების საკითხს, ეს არის სამოქალაქო პროცესი და ჩვენ მასში ჩარევის არანაირი უფლება არ გაგვაჩნია. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ჩემი სურვილია, სალაპარაკო ამით არავის მიეცეს. რამდენად მოხდება რაიმე ცვლილება, ან არა, ამას წინასწარ ვერ გეტყვით. მაგრამ შემიძლია, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, არანაირი ცვლილების სურვილი არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ, ადამიანურად, შეიძლება მქონდეს წყენაც, პრეტენზიაც, რომ ხანდახან წარმატება არ წარმოჩინდება, ხანდახან მხოლოდ უარყოფითის გაშუქება ხდება. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა დემოკრატიისთვის და მე, როგორც პრემიერ-მინისტრს, არანაირი პრეტენზია არ შეიძლება მქონდეს კერძო ტელევიზიის მიმართ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)