|
2016-05-31 15:57:01, 436 ნახვა
პოლიტიკა
უმრავლესობის დეპუტატები პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით, პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრეზიდენტის მიერ "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონზე" ვეტოს დადებასთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებენ. "ექსპრესნიუსი" რამდენიმე დეპუტატს დაუკავშირდა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ პოზიციას მხოლოდ მას შემდეგ გამოხატავენ, რაც მოტივირებულ შენიშვნებს გაეცნობიან. დეპუტატები ასევე არ ამხელენ, ელოდნენ თუ არა პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენებას. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონს ვეტო დაადო. პრეზიდენტი პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს დღეს გადაუგზავნის. "მადლობა ვენეციის კომისიას, რომ უსწრაფესად მოხერხდა ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა და გამოვლინდა, რომ ის, რაც ჩვენ გვაწუხებდა, აწუხებს ვენეციის კომისიასაც და ის ფორმულირებები, რაც იყო კანონში, მათთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ვეტოზე, ანუ მოტივირებულ შენიშვნებზე და ბოლო პერიოდის განმავლობაში, გამომდინარე პრემიერის ძალიან კონსტრუქციული პოზიციიდან, ჩვენ მოვახერხეთ და ეს მუშაობა განვახორციელეთ როგორც თავად ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან, ასევე უმრავლესობის საკანონმდებლო გუნდთან. ამ მუშაობის შედეგად, პარლამენტს გადაეგზავნება ის მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც აქამდეც გამოსახავდა ჩვენს კითხვის ნიშნებს. ეს ეხება სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების ქვორუმის საკითხებს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა 10 წლიანი ვადის სრულფასოვნად ფუნქციონირებას. ეს შენიშვნები უკვე მომზადებულია და დღეს გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს. პრემიერთან თანამშრომლობის შედეგად, მე მაქვს იმედი, რომ ჩვენი პოზიციები იქნება გაზიარებული და პარლამენტი ვეტოს გაიზიარებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს ეფექტურ ფუნქციონირებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სახელწმიფოსთვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს უარყოფითად აფასებს. ცვლილებების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის ფიცის დადებიდან, ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, პლენუმის სხდომა ჩატარდება, რომელიც 5 წლის ვადით აირჩევს საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. ამავე წესით აირჩევს მის ორ მოადგილეს. თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევაში აღარ ჩაერთვება პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამარლოს თავმჯდომარე და კანდიდატურას თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები წარადგენენ. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ, ან მის მოადგილედ არ შეიძლება აირჩეს პირი, მეორე ვადით. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი 2/3-მდე იზრდება.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)