|
2016-05-30 19:40:52, 591 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა
ეროვნული უშიშროების საბჭომ საქართველოს პრეზიდენტს ცენტრალურ აფრიკაში ქართული კონტიგენტის გაზრდის რეკომენდაციით მიმართა. აღნიშნული რეკომენდაცია ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, პრეზიდენტის მოწვევით გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს - ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის მზადების, რეგიონული უსაფრთხოების და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში უსაფრთხოების გარემოს საკითხები. „მოგეხსენებათ, რომ დღეს ცენტრალურ აფრიკაში გვყავს 5 სამხედრო მოსამსახურე და საუბარია, მათი რაოდენობის ოცეულით გაზრდაზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი გაიზიარებს პრეზიდენტის და ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციას", - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა. ეროვნული უშიშროების საბჭომ ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან შექმნილ უსაფრთხოებაზეც იმსჯელა და მოისმინა შინაგან საქმეთა მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოხსენება. ეროვნული უშიშროების საბჭომ საგარეო საქმეთა მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრის და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების შემუშავების დავალება მისცა. როგორც ირინე იმერლიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, უშიშროების საბჭოზე მსჯელობა ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტსაც შეეხო. საქართველოს პრეზიდენტი ვარშავის სამიტზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება. „სამიტის ფარგლებში გაიმართება მინისტერიალები, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრების, ასევე თავდაცვის მინისტრის და შესაბამისად ამ საკითხებზეც იყო მსჯელობა", - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)