01:57 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 11:42:54, 1217 ნახვა

პოლიტიკა
თბილისში 159 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსში ბინა გადაეცემა

თბილისის ზღვაზე ე.წ. ''ოლიმპიურ სოფელში'' და მენაშენეებისგან გამოსყიდულ თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსებში 159 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცემა.

ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ხვალ 09:00 საათზე პროფესიული კავშირების შენობაში, ბინების განაწილების ჟენჭისყრა გაიმართება.'

"159 დევნილი ოჯახის სია და შესაბამისი ქულები სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე www.mra.gov.ge დღეს გამოქვეყნდება. ხვალ პროფესიული კავშირების შენობაში , ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართება . 159 ბინიდან , 57 ერთოთახიანია, 64 ოროთახიანი,33 სამოთახიანი და 5 ოთახიანი.დევნილთა საკუთხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე 6 ნგრევადი ობიექტი დაიხურება. სულ საქართველოს მასშტაბით 44 ნგრევადი შენობა დაიხურა, მათ შორის 17 ობიექტი თბილისში.ამ დრომდე, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა უკვე გადაეცა 561 დევნილ ოჯახს. 2016 წელს ''ოლიმპიურ სოფელში'' და მენაშენეებუსგან გამოსყიდულ ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მფლობელი კიდევ 400 დევნილი გახდება '',-განაცხდა გრიგოლ გიორგაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics