|
2016-05-28 15:52:04, 741 ნახვა
პოლიტიკა
საკონსტიტუციო სასამართლო თეა წულუკიანის განცხადებას სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს
საკონსტიტუციო სასამართლო იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს იმ შემთხვევების დასახელებისკენ მოუწოდებს, როდესაც მოსამართლეთა უფლებამოსილება ხელოვნურად გახანგრძლივდა. ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც სასამართლო იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციის და საზოგადობის შეცდომაში შეყვანის მორიგი მიზანმიმართული მცდელობაა. "საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მედიით გაკეთებული განმარტებისას, რომელიც ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნას უკავშირდებოდა, განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი მიზანია, შესაძლებლობა არ მისცეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, ხელოვნურად გაიხანგრძლივონ უფლებამოსილების ვადა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციის და საზოგადობის შეცდომაში შეყვანის მორიგ მიზანმიმართულ მცდელობას. საკონსტიტუციო სასამართლო მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს, საჯაროდ დაასახელოს ის შემთხვევები, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა უფლებამოსილება ხელოვნურად იქნა გახანგრძლივებული. საკონსტიტუციო სასამართლოს ოცწლიანი ისტორიის მანძილზე ერთხელ შეიცვალა სასამართლოს ძირითადი შემადგენლობა და რამდენიმე შემთხვევაში - ცალკეული მოსამართლეები. აქედან მხოლოდ სამ შემთხვევაში (2006, 2011 და 2014 წლებში) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოსამართლეებს შესაძლებლობა მიეცათ, დაესრულებინათ მიმდინარე საქმეები. აღნიშნული ვადა არც ერთ შემთხვევაში არ აღემატებოდა 3 თვეს. ამასთანავე, კანონმდებლობა ერთმნიშვნელოვნად კრძალავს ამ პერიოდის განმავლობაში ახალი საქმის განხილვას, მოსამართლე უფლებამოსილია დაასრულოს მუშაობა მხოლოდ მიმდინარე საქმეზე. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, დაასრულოს მიმდინარე საქმეები, ემსახურება კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტურ განხორციელებას და კონკრეტული მოსარჩელის ინტერესების დაცვას. აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ მიიჩნევს იუსტიციის მინისტრი, რომ აღნიშნული რეგულაცია იწვევს მისი გამოყენების მანკიერ პრაქტიკას, რის გამოც, საჭიროებს მყისიერ შეცვლას. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს ოცწლიანი ისტორიის მანძილზე აღნიშნულ ნორმას არასდროს გამოუწვევია საკონსტიტუციო სასამართლოს ან ახლად არჩეული მოსამართლის საქმიანობის შეფერხება", - ნათქვამია განცხადებაში.
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)