|
2016-05-27 17:44:02, 535 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: ვენეციის კომისიაში მითხრეს,რომ იციან, პრეზიდენტს დასკვნა ვეტოს დადების, ან არ დადებისთვის სჭირდება
„ვენეციის კომისიამ ღიად განაცხადა ჩემთან საუბარში, რომ მათ იციან, პრეზიდენტს ეს დასკვნა ვეტოს დადების, ან არ დადების მიზნისთვის სჭირდება”, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა. პრეზიდენტის პოზიციაა, რომ პარლამენტის მიერ კანონის მიღების პროცესი ბევრ კითხვას ბადებს, რადგან პროცესი როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე ვენეციის კომისიასთან კონსულტაციის გარეშე წარიმართა. "ჩვენ ყველანი ველოდებით ამ დასკვნას. მქონდა შესაძლებლობა მთავრობის და პარლამენტის ერთიანი პოზიცია გამეზიარებინა არა მხოლოდ ვენეციის კომისიის სამდივნოსთვის, როგორც ეს პრეზიდენტის დელეგაციამ გააკეთა, არამედ მომხსენებლისთვის, რომელმაც დასკვნა უნდა შეადგინოს. პრეზიდენტი, რომ აღარ იქნება ჩართული საკონსტიტუციო სასამართლოს თგავმჯდომარის არჩევაში, ეს მოწონებული იქნება. არვიცი, ეს რამდენად მოსწონს პრეზიდენტის აპარატს. ალბათ, ასევე მოწონებული იქნება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები მხოლოდ ათ წელს უნდა მოღვაწეობდნენ. შეიძლება იყოს შენიშვნები კვორუმთან დაკავშირებით და ამას ველოდებით, რა ტიპის იქნება. ვენეციის კომისიამ ღიად განაცხადა ჩემთან საუბარში, რომ მათ იციან პრეზიდენტს ეს დასკვნა ვეტოს დადების, ან არ დადების მიზნისთვის სჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პრეზიდენტს არ აქვს სხვა მიზანი ვიდრე საქართველოს მთავრობას", -განაცხადა წულუკიანმა. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს. ცვლილებების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის ფიცის დადებიდან, ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, პლენუმის სხდომა ჩატარდება, რომელიც 5 წლის ვადით აირჩევს საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. ამავე წესით აირჩევს მის ორ მოადგილეს. თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევაში აღარ ჩაერთვება პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამარლოს თავმჯდომარე და კანდიდატურას თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები წარადგენენ. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ, ან მის მოადგილედ არ შეიძლება აირჩეს პირი, მეორე ვადით. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი 2/3-მდე იზრდება. ცნობილია, რომ ვენეციის კომისია ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნას დაჩქარებული წესით მიიღებს და კომისიის პოზიცია 27 მაისს გამოქვეყნდება.
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)