|
2016-05-27 14:16:02, 586 ნახვა
პოლიტიკა
სერგეენკო: კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა უდიდესი წარმატების პროექტია
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პროფესიული მომზადება-გადამზადების კვალიფიკაცის ამაღლების სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით ისაუბრა. სერგეენკოს მტკიცებით, პროგრამას უდიდესი შესაძლებლობები აქვს და ის ძალიან მაღალი წარმატების პროექტი იქნება. „მოგახსენებთ, რომ ეს სახელმწიფო პროგრამა თავისი შინაარსით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გამოაქვს, მოიცავს სახელმწიფო უწყებების მრავალმხრივ ჩართულობას. მას ახასიათებას რამდენიმე საკვანძო საკითხი. პირველი ის, რომ არ არის უბრალოდ შუამავლობა დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის, არამედ ეს არის კერძო სახელმწიფო თანამშრომლობაზე, პარტნიორობაზე დაფუძნებული მოდელი, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან ფაქტორებს. ერთ-ერთი მათგანია, რომ პოტენციური დამსაქმებელი აქტიურ მონაწილეობას ღებულობს კადრების გადამზადებაში, მათი სასწავლო ცენტრების საშუალებით. თუმცა, რა თქმა უნდა, სახწელმწიფოც ჩართულია ამაში. მათ საშუალება ექნებათ, რომ სტაჟირებაზე მისცენ ასევე გადამზადების შემდეგ, დასაქმების საშუალება. ჩვენი შეფასებით, ეს იქნება ძალიან მაღალი წარმატების პროექტი, რომელსაც შესაძლებლობები ექნება და ეს პროექტი თავისი შინაარსით ცალსახად თანხვედრაშია მთავრობის 4 სტრატეგიულ რეფორმასთან“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)