|
2016-05-25 14:45:22, 746 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა, ზაზა პაპუაშვილმა მოითხოვა, 2011 წლის 26 მაისს დაღუპულთა ხსოვნისთვის წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ. პაპუაშვილმა ასევე მოითხოვა, რომ პატივი ყველა იმ პირისთვის მიეგოთ ვინც 9 წლის განმავლობაში გარდაიცვალა, ან რაიმე დაზიანება მიიღო. „ვინც ხართ 26 მაისის მონაწილენი, ვინც არ ხართ, ყველამ პატივი მივაგოთ იმ დღეს გარდაცვლილ ადამიანებს და არა მარტო იმ დღეს, მთელი ამ ცხრა-ათი წლის განმავლობაში ვინც ცოცხალია, ვინც ჯანმრთელობა დაკარგა, ვინც გარდაცვლილები არიან, მათ მშობლებს ყველას წამოვუდგეთ ერთი წუთით და ვცეთ პატივი. ამ ჩვენი დუმილით პროტესტი გამოვაცხადოთ იმის მიმართ, რაც ჩაიდინეს 2011 წლის 26 მაისს“, - განაცხადა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის თხოვნა უმრავლესობის დეპუტატებმა გაიზიარეს, თუმცა წუთიერი დუმილის დროს საპარლამენტო უმცირესობის წევრები ფეხზე არ წამოდგეგნ, რამაც დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა უმრავლესობის წარმომადგენლები გააკრიტიკეს. ამის შემდეგ კი უმრავლესობის დეპუტატ ოთარ ჩრდილელსა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ტარიელ ლონდარიძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. სიტყვიერ შელაპარაკებაში სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ. სხდომის წამყვანმა ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა ზვიად ზვიადაურს და ომარ ნიშნიანიძეს დარბაზი დაატოვებინა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)