00:50 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 22:46:12, 716 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი ივანიშვილზე: დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი საშუალო ჭორვილელი გლეხი ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე ეს კაცი

"დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ საშუალო ჭორვილელი გლეხი ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე ეს კაცი" - ასე აფასებს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მისი [ივანიშვილის] მხრიდან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის შესახებ გაკეთებული განცხადების შეფასებისას, სადაც ივანიშვილმა თქვა, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა მას ეკუთვნის და არა მიხეილ სააკაშვილს.

„ვერც განათლებას იყიდი, ვერც კულტურას და ვერც ინტელექტს. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ საშუალო ჭორვილელი გლეხი ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე ეს კაცი. ამ კაცს ერთი ნიჭი აქვს განვითარებული მხოლოდ, პათოლოგიური მატყუარაა, ცრუპენტელაა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის მიერ მისთვის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის შეთავაზების შესახებ გაკეთებულ განცხადებასაც "ტყუილს" უწოდებს და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შესახებ ივანიშვილთან საუბრის დეტალებს იხსენებს.

„ერთ-ერთი პროექტი, რომელიც მე მას შევთავაზე ძალიან დაყვავებით, მაგრამ მტკიცედ, იყო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ცივი უარი მივიღე. ეს კაცი არა მარტო გაუნათლებელია, არამედ განათლების მტერია. ახლა საუბრობს ახალ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენებაზე, რომელიც როდესმე იქნება. მაგ კაცს დებილები ხომ არ ვგონივართ, რამდენი უნდა იძახოს, რომ რაღაც იქნება საოცარ მეოთხე წელის დაპირებებში,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანში". 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics